понедельник, 16 октября 2017 г.

მეცხრე დღის რეფლექსია

   დღევანდელი დღე საინტერესო და სასიამოვნო იყო. გვქონდა პრეზენტაციების წარდგენა.მივიღეთ უკუკავშირი. როგორც ტრენერისაგან, ისე კოლეგებისგან, გავეცანი ერთმანეთის მომზადებულ  პრეზენტაციებს.  მივხვდი,რომ პროექტებით სწავლება ძალიან სახალისო და საინტერესო იქნება ბავშვებისთვის.ასეთი სწავლებით მოსწავლეებს განუვითარდებათ 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევები.
              კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ქალბატონ ლალის ამ მეტად ნაყოფიერი და საინტერესო ტრენინგისთვის!.

суббота, 14 октября 2017 г.

მერვე დღის რეფლექსია

დღევანდელმა დღემაც მნიშვნელოვნად ჩაიარა, წარმოვადგინეთ საშინაო დავალება -მოსწავლის ნაშრომის შესწორებული ვერსია, ასევე დასრულებული და დასწორებული პროექტის გეგმა.მივიღეთ უკუკავშირი აქლბატონი ლალისაგან. ვისწავლეთ ბროშურის დამზადება და მისი გაფორმება.

суббота, 7 октября 2017 г.

მეშვიდე დღის რეფლექსია

დღევანდელმა ტრენინგმაც მნიშვნელოვნად ჩაიარა. წარმოვადგინეთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომები,
 ერთმანეთს გავუზიარეთ შთაბეჭდილებები და ტრენერისაგან მივიღეთ უკუკავშირი.ვისწავლეთ მოსწავლის პრეზენტაციის ბლოგზე გადატანა და ვიდეოების განთავსება. 

მეექვსე დღის რეფლექსია

დღევანდელი ტრენინგი დავიწყეთ განვლილი მასალის შეჯამებით. განვიხილეთ პროექტის გეგმის შაბლონის შევსებული ნაწილი, მივიღეთ უკუავშირი ტრენერისაგან.     გავეცანით სახელმძღვანელოდან V მოდულს. ვიმსჯელეთ შეფასების რუბრიკებზე. მოვახდინეთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის ადაპტირება. გავიხსენეთ პოვერ პოინტში მუშაობა, დიაგრამების აგება, საჭირო ინფორმაციის განთავსება და პრეზენტაციის შექმნა.

пятница, 29 сентября 2017 г.

მეხუთე დღის რეფლექსია

  მეხუთე დღე  დავიწყეთ დავალების, ,,შეფასების დროის ჩარჩოს" შევსების,განხილვით და შეფასებებით, .მივიღეთ უკუკავშირი ტრენერისაგან.
  მიუხედავად იმისა,რომ ტექნიკური ხარვეზები გვიშლიდა ხელს,ჩვენმა ტრენერმა მაინც მოახერხა და გვასწავლა ორი ინტერნეტ სივრცის ,გუგლდრაივისა და ბლოგის,ლინკით ერთმანეთთან დაკავშირება.
ვისწავლეთ ახალ ფაილებში ლინკების განთავსება.
  დიდ მადლობას ვუხდით ჩვენს ტრენერს,ლალი გიგაურს,ამ დიდი შრომისა და დაუზოგავი ენერგიისათვის!