понедельник, 16 октября 2017 г.

მეცხრე დღის რეფლექსია

   დღევანდელი დღე საინტერესო და სასიამოვნო იყო. გვქონდა პრეზენტაციების წარდგენა.მივიღეთ უკუკავშირი. როგორც ტრენერისაგან, ისე კოლეგებისგან, გავეცანი ერთმანეთის მომზადებულ  პრეზენტაციებს.  მივხვდი,რომ პროექტებით სწავლება ძალიან სახალისო და საინტერესო იქნება ბავშვებისთვის.ასეთი სწავლებით მოსწავლეებს განუვითარდებათ 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევები.
              კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ქალბატონ ლალის ამ მეტად ნაყოფიერი და საინტერესო ტრენინგისთვის!.

суббота, 14 октября 2017 г.

მერვე დღის რეფლექსია

დღევანდელმა დღემაც მნიშვნელოვნად ჩაიარა, წარმოვადგინეთ საშინაო დავალება -მოსწავლის ნაშრომის შესწორებული ვერსია, ასევე დასრულებული და დასწორებული პროექტის გეგმა.მივიღეთ უკუკავშირი აქლბატონი ლალისაგან. ვისწავლეთ ბროშურის დამზადება და მისი გაფორმება.

суббота, 7 октября 2017 г.

მეშვიდე დღის რეფლექსია

დღევანდელმა ტრენინგმაც მნიშვნელოვნად ჩაიარა. წარმოვადგინეთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომები,
 ერთმანეთს გავუზიარეთ შთაბეჭდილებები და ტრენერისაგან მივიღეთ უკუკავშირი.ვისწავლეთ მოსწავლის პრეზენტაციის ბლოგზე გადატანა და ვიდეოების განთავსება. 

მეექვსე დღის რეფლექსია

დღევანდელი ტრენინგი დავიწყეთ განვლილი მასალის შეჯამებით. განვიხილეთ პროექტის გეგმის შაბლონის შევსებული ნაწილი, მივიღეთ უკუავშირი ტრენერისაგან.     გავეცანით სახელმძღვანელოდან V მოდულს. ვიმსჯელეთ შეფასების რუბრიკებზე. მოვახდინეთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის ადაპტირება. გავიხსენეთ პოვერ პოინტში მუშაობა, დიაგრამების აგება, საჭირო ინფორმაციის განთავსება და პრეზენტაციის შექმნა.

пятница, 29 сентября 2017 г.

მეხუთე დღის რეფლექსია

  მეხუთე დღე  დავიწყეთ დავალების, ,,შეფასების დროის ჩარჩოს" შევსების,განხილვით და შეფასებებით, .მივიღეთ უკუკავშირი ტრენერისაგან.
  მიუხედავად იმისა,რომ ტექნიკური ხარვეზები გვიშლიდა ხელს,ჩვენმა ტრენერმა მაინც მოახერხა და გვასწავლა ორი ინტერნეტ სივრცის ,გუგლდრაივისა და ბლოგის,ლინკით ერთმანეთთან დაკავშირება.
ვისწავლეთ ახალ ფაილებში ლინკების განთავსება.
  დიდ მადლობას ვუხდით ჩვენს ტრენერს,ლალი გიგაურს,ამ დიდი შრომისა და დაუზოგავი ენერგიისათვის!

понедельник, 18 сентября 2017 г.

მეოთხე დღის რეფლექსია

     ყოველი დღე უფროდაუფრო სახალისო და საინტერესოა.დღევანდელმა დღემაც სასიამოვნოდ ჩაიარა.განვიხილეთ საშინაო დავალება და მივიღეთ უკუკავშირი ტრენერისაგან.გადავხედეთ განვლილ მასალას და განვეწყეთ ახალი მასალის მოსასმენად.
      ვისწავლეთ პორტფოლიოს ფონის შეცვლა,პორტფოლიოში ახალი ფაილების დამატება;   დრაივში მოვძებნეთ სასწავლო გეგმის საქაღალდე და შევავსეთ სათანადო გრაფები. მივიღეთ ახალი დავალება.  

пятница, 8 сентября 2017 г.

მესამე დღის რეფლექსია

    ტრენინგის მესამე დღე საკმაოდ შინაარსიანი იყო.
წარმოვადგინეთ საშინაო დავალებები და მივიღეთ უკუკავშირი ტრენერისაგან;გავეცანით პროექტისთვის მიმართულების მიმცემი საკვანძო შეკითხვების დასმის სტრატეგიებს დაგანვეწყეთ საშინაო დავალების მისაღებად.
    ტრენინგი საკმაოდ შრომატევადია,თუმცა სახალისო.ამისათვის უღრმესი მადლობა ქალბატონ ლალის!

მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები


ზოგადი კითხვა:

1.რატომ შეაჩერა ავტორმა ყურადღება არჩევანის გაკეთებაზე?

თემატური კითხვა:

1.რა უნდა გავაკეთოთ იმისათვის,რომ უხერხულ სიტუაციაში არ აღმოვჩნდეთ?

2.საჭიროა თუ არა ყოველთვის სხვისი აზრის გათვალისწინება?

3.ყოველთვის ამართლებს საყვედური,თუ უთქმელად მიღებული შენიშვნა უფრო მწარეა?

შინაარსობრივი კითხვა:

1.სად და რატომ წავიდა ნოდარი?

2.როგორ მოიქცა ის?

3.მიხვდა თუ არა ბიჭი თავის შეცდომას?




მიზანი

        პროექტის მიზანი:
  •    მოსწავლეები გაეცნობიან გ.ბუთხუზის თხზულებას,,განელებული კოცონი" და ყურადღებას გაამახვილებენ ,,არჩევანზე",რომელიც მთავარმა გმირმა გააკეთა.   
  • დაიკავებენ ნაწარმოების გმირების პოზიციას და ამ პოზიციიდან შეხედავენ რეალობას;
  •     იმსჯელებენ,რატომ მიიღო ნოდარმა თავისთვის არასასურველი გადაწყვეტილება და რა გახდა ამის მიზეზი;
  •        გააანალიზებენ კონკრეტულ ფაქტს და განაზოგადებენ თემას-,,სხვისი აზრის გათვალისწინება და ისე მოქმედება უკეთესია,თუ --საკუთარი აზრით?"
  •    გამართავენ დისკუსიას, თავისუფლად გამოხატავენ თავიანთ აზრს და ეცდებიან პოზიცია არგუმენტებით დაასაბუთონ.
  • თემა რადგან გლობალურია, თანატოლებისა და თანასოფლეელებისაგან აიღებენ ინტერვიუს და შემდეგ მოახდენენ აზრების დახარისხებას.საერთო აზრის გამოკვეთის შემდეგ საკუთარ აზრს წარმოადგენენ მცირე ესეს სახით.


среда, 6 сентября 2017 г.

პროექტის მიზანი

კავშირი ე ს გ-სთან:

ქართ. V. 1.



მოსწავლეს აქვს  ასაკის შესაფერისი სირთულის ტექსტების მოსმენისა და ინტერპრეტაციის საწყისი უნარი
  • შედეგი თვალსაჩინოა,თუ მოსწავლე
  •    ჯგუფთან ერთად ამზადებს ზეპირ გამოსვლას: დამოუკიდებლად დაამუშავებს თემის ერთ-ერთ ნაწილს, მოპოვებულ მასალას და შემუშავებულ თვალსაზრისს გააცნობს და შეუთანხმებს ჯგუფის წევრებს;
  •     გამოდის წყვილის, ჯგუფისა თუ კლასის მომხსენებლის როლში; ითვალისწინებს და გამოხატავს თანაგუნდელების საერთო აზრს;
  •     მიზნის შებამისად ირჩევს სასაუბრო (ეტიკეტური დიალოგების) და მხატვრულ (განცდებსა და შთაბეჭდილებებზე საუბრის) სტილს;

ქართ. V. 7.

მოსწავლეს შეუძლია მისთვის საინტერესო თემატიკის შემცველი სხვადასხვა სახის  არამხატვრული  ტექსტების  (საყმაწვილო ჟურნალების, დარგობრივ-შემეცნებითი  სტატიების, სხვადასხვა შინაარსის ცნობარების, ინტერვიუებისა და სხვ.) წაკითხვა და გააზრება.

            შედეგი თვალსაჩინოა,თუ მოსწავლე
   
  •    .გამოყოფს და ასახელებს ტექსტის მთავარ საკითხებს;
  •     ამოიცნობს ტექსტის ზედაპირზე (ექსპლიციტურად) მოცემულ ფაქტობრივ ინფორმაციას;
  •    აკავშირებს ერთმანეთთან ფაქტებს, მოვლენებს, მოქმედებებს და გამოაქვს სათანადო დასკვნები;
  •     განსაზღვრავს ტექსტის ერთ მონაკვეთში ან მის სხვადასხვა ნაწილში ასახულ მოვლენებს / ფაქტებს შორის არსებულ ლოგიკურ კავშირებს (მიზეზ-შედეგობრივს, შეპირისპირებითს, პირობითსა და სხვ.);
  •      განარჩევს ფაქტს თვალსაზრისისაგან;
  •    განასხვავებს საგანთა / მოვლენათა გარეგნულ და შინაარსობრივ მახასიათებლებს;
  •    აჯგუფებს ინფორმაციას კონკრეტული ნიშნით;
  •    ტექსტის მთლიანი გააზრების საფუძველზე გამოაქვს დასკვნა.


воскресенье, 3 сентября 2017 г.

                                                  მეორე დღის რეფლექსია
გავეცანით პროექტის მიზანს.
   პროექტის მიზანია,თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენება-დანერგვა სასწავლო პროცესში და სასწავლო პროექტებით სწავლების აქტუალიზაცია.
   ტრენინგი მიმდინარეობს სახალისოდ,რადგან ყველაფერი მკაფიოდ და მარტივად გასაგები ენით იხსნება.
   რაც შეეხება მოდულს.გავეცანით ინტელის რაობას,გადავხედეთ უკვე შესწავლილ მასალას და დავიწყეთ მუშაობა.
   ჩვენი საშინაო დავალება იყო პროექტის სახელწოდების,თემისა და აქტუალობის წარმოდგენა,რომელიც ბლოგზე უნდა განგვეთავსებინა. გავხსენით ახალი ბლოგი,ავტვირთეთ საშინაო დავალება,    გავეცანით  თითოეული მონაწილის ნამუშევარს. ტრენერისგან მივიღეთ რჩევები,შევიტანეთ შესწორებები და შესწორებული ვერსიები გამოვაქვეყნეთ.მასალები შევინახეთ დრაივში.
   მეორე დღე წარმატებით დამთავრდა და ყველა კმაყოფილი დარჩა ნასწავლითა და გაგონილით.

ჩემი პროექტის იდეა

                                                             ,,არჩევანის წინაშე"

  ცხოვრების მანძილზე ადამიანი ხშირად დგება არჩევანის წინაშე.ხშირად გადაწყვეტილების მიღება საორჭოფო და საძნელოა.ამიტომ,ზოგი ადვილად დგამს ამა თუ იმ ნაბიჯს,ზოგი--ძნელად.მითუმეტეს,ეს მეტად ძნელია ბავშვებისთვის.
    სწორედ აქ იკვეთება პრობლემა და საჭიროა,ამგვარ სიტუაციაში მათი დახმარება  და სწორ გადაწყვეტილებამდე მიყვანა.
   მოსწავლეები ეცნობიან გ.ბუთხუზის მოთხრობას,,განელებული კოცონი",ნაწარმოებს ყოფენ ნაწილებად და ასათაურებენ.ამოიცნობენ ფაქტობრივ ინფორმაციას და აკავშირებენ   ცხოვრებისეულ გამოცდილებასთან, თემიდან გამომდინარე ადგენენ კითხვარს და ატარებენ გამოკითხვას,იღებენ და გასცემენ ინფორმაციას,მიღებული ინფორმაციის საფუძველზე აკეთებენ დასკვნას და წარმოადგენენ მცირე ესეს.