воскресенье, 3 сентября 2017 г.

                                                  მეორე დღის რეფლექსია
გავეცანით პროექტის მიზანს.
   პროექტის მიზანია,თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენება-დანერგვა სასწავლო პროცესში და სასწავლო პროექტებით სწავლების აქტუალიზაცია.
   ტრენინგი მიმდინარეობს სახალისოდ,რადგან ყველაფერი მკაფიოდ და მარტივად გასაგები ენით იხსნება.
   რაც შეეხება მოდულს.გავეცანით ინტელის რაობას,გადავხედეთ უკვე შესწავლილ მასალას და დავიწყეთ მუშაობა.
   ჩვენი საშინაო დავალება იყო პროექტის სახელწოდების,თემისა და აქტუალობის წარმოდგენა,რომელიც ბლოგზე უნდა განგვეთავსებინა. გავხსენით ახალი ბლოგი,ავტვირთეთ საშინაო დავალება,    გავეცანით  თითოეული მონაწილის ნამუშევარს. ტრენერისგან მივიღეთ რჩევები,შევიტანეთ შესწორებები და შესწორებული ვერსიები გამოვაქვეყნეთ.მასალები შევინახეთ დრაივში.
   მეორე დღე წარმატებით დამთავრდა და ყველა კმაყოფილი დარჩა ნასწავლითა და გაგონილით.

Комментариев нет:

Отправить комментарий