პროექტის მიზანი:
- მოსწავლეები გაეცნობიან გ.ბუთხუზის თხზულებას,,განელებული კოცონი" და ყურადღებას გაამახვილებენ ,,არჩევანზე",რომელიც მთავარმა გმირმა გააკეთა.
- დაიკავებენ ნაწარმოების გმირების პოზიციას და ამ პოზიციიდან შეხედავენ რეალობას;
- იმსჯელებენ,რატომ მიიღო ნოდარმა თავისთვის არასასურველი გადაწყვეტილება და რა გახდა ამის მიზეზი;
- გააანალიზებენ კონკრეტულ ფაქტს და განაზოგადებენ თემას-,,სხვისი აზრის გათვალისწინება და ისე მოქმედება უკეთესია,თუ --საკუთარი აზრით?"
- გამართავენ დისკუსიას, თავისუფლად გამოხატავენ თავიანთ აზრს და ეცდებიან პოზიცია არგუმენტებით დაასაბუთონ.
- თემა რადგან გლობალურია, თანატოლებისა და თანასოფლეელებისაგან აიღებენ ინტერვიუს და შემდეგ მოახდენენ აზრების დახარისხებას.საერთო აზრის გამოკვეთის შემდეგ საკუთარ აზრს წარმოადგენენ მცირე ესეს სახით.
Комментариев нет:
Отправить комментарий