კავშირი ე ს გ-სთან:
ქართ. V. 1.
მოსწავლეს აქვს ასაკის შესაფერისი სირთულის ტექსტების მოსმენისა და ინტერპრეტაციის საწყისი უნარი
- შედეგი თვალსაჩინოა,თუ მოსწავლე
- ჯგუფთან ერთად ამზადებს ზეპირ გამოსვლას: დამოუკიდებლად დაამუშავებს თემის ერთ-ერთ ნაწილს, მოპოვებულ მასალას და შემუშავებულ თვალსაზრისს გააცნობს და შეუთანხმებს ჯგუფის წევრებს;
- გამოდის წყვილის, ჯგუფისა თუ კლასის მომხსენებლის როლში; ითვალისწინებს და გამოხატავს თანაგუნდელების საერთო აზრს;
- მიზნის შებამისად ირჩევს სასაუბრო (ეტიკეტური დიალოგების) და მხატვრულ (განცდებსა და შთაბეჭდილებებზე საუბრის) სტილს;
ქართ. V. 7.
მოსწავლეს შეუძლია მისთვის საინტერესო თემატიკის შემცველი სხვადასხვა სახის არამხატვრული ტექსტების (საყმაწვილო ჟურნალების, დარგობრივ-შემეცნებითი სტატიების, სხვადასხვა შინაარსის ცნობარების, ინტერვიუებისა და სხვ.) წაკითხვა და გააზრება.
შედეგი თვალსაჩინოა,თუ მოსწავლე
- .გამოყოფს და ასახელებს ტექსტის მთავარ საკითხებს;
- ამოიცნობს ტექსტის ზედაპირზე (ექსპლიციტურად) მოცემულ ფაქტობრივ ინფორმაციას;
- აკავშირებს ერთმანეთთან ფაქტებს, მოვლენებს, მოქმედებებს და გამოაქვს სათანადო დასკვნები;
- განსაზღვრავს ტექსტის ერთ მონაკვეთში ან მის სხვადასხვა ნაწილში ასახულ მოვლენებს / ფაქტებს შორის არსებულ ლოგიკურ კავშირებს (მიზეზ-შედეგობრივს, შეპირისპირებითს, პირობითსა და სხვ.);
- განარჩევს ფაქტს თვალსაზრისისაგან;
- განასხვავებს საგანთა / მოვლენათა გარეგნულ და შინაარსობრივ მახასიათებლებს;
- აჯგუფებს ინფორმაციას კონკრეტული ნიშნით;
- ტექსტის მთლიანი გააზრების საფუძველზე გამოაქვს დასკვნა.
Комментариев нет:
Отправить комментарий